შემაჯამებელი გაკვეთილი
მიზანი: მიცემულია ტექსტი შექსპირის შესახებ ნამყო დროში
და მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მცდარი და არამცდარი ინფორმაციის გარჩევა და აღწერონ ერთი დღე თავიანთი ცხოვრების ნამყო დროში.
სტანდარტთან კავშირი და საჭიროებები : მოსწავლეები სწავლობენ
ნამყო განუსაზღვრელი დროის წესებსა და გამოყენებას. მერხების მოწესრიგება ჯგუფური სამუშაოებისათვის.
სასწავლო ნივთები: ფურცლები, წიგნი, პროექტორი, ლეპტოპი.
აქტივობები: მოთელვა, პრეზენტაცია, მცდარი/არამცდარი,
დავალება და დასკვნა.
საშინაო დავალება: ზეპირი.
გაკვეთილის მსვლელობა: დაფაზე წერია სიტყვა ,,შექსპირი“ და მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ წყვილებში
თითოეულ ასოზე რაც შეიძლება მეტი სიტყვა. 5წუთი
აქტივობა 1. მოსწავლეებს ჰქონდათ დავალება მოემზადებინათ
პრეზენტაცია შექსპირის ცხოვრების შესახებ .მოსწავლეებმა დაფასთან წარმოადგინეს თავიანთი
ნამუშევრის პრეზენტაცია. 10 წუთი.
აქტივობა 2. მასწავლებელმა დაყო კლასი ჯგუფებად და დაურიგა
სამუშაო ფურცლები, მცდარი არამცდარი წინადადების შესახებ.
10 წუთი.
აქტივობა 3. შემდგომ მასწავლებელი ურიგებს სამუშაო ფურცლებს
მოსწავლეებს, მოსწავლეები ავსებენ გამოტოვებულ ადგილებს მოცემული ზმნებით წარსულ დროში.
საშინაო დავალება: მოსწავლეებს მიეცათ 2-3 წუთი, რომ
აღწერონ 1 დღე თავიანთი ცხოვრებიდან ნამყო დროში.
დასკვნა: მასწავლებელი წერს საშინაო დავალებას დაფაზე. 1წთ.